ნატა ფერაძე: „მეწყრული პრცესები 18 სექტემბერსაა დაწყებული!“
18/03/2021 11:14:55 საზოგადოება
გარემოდამცველი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზეზე არსებულ ფერდობზე მეწრული პროცესების გააქტიურება ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა.
ის დედაქალაქის მერის საზოგადოებისათვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
„რომ არა „თბილისის ფორმუმზე“ გამოქვეყნებული ფოტოები, მერია აპირებდა, უმეცრებაში ვყოფილიყავით. პრაქტიკულად, შემთხვევით ვართ ქალაქში დიდი ტრაგედიას გადარჩენილები. ჩემს ფეისბუქ–გვერდზე დამიდეს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მეწყრული პრცესები 18 სექტემბერსაა დაწყებული. მეტსაც გეტყვით, ნარმანიას მერობის დრონდელი სტატიებიც იძებნება ინტერნეტში; ცნობილი წყალდიდობის დროს მეწყრული პროცესები უკვე აქ იყო გააქტიურებული“.

ფერაძის თქმით, უცნობია გზის მშენებლობისთვის საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი რომელ წელსაა გაცემული, მაგრამ უხეშადაა დარღვევული საპროეტო სამუშაოები, გარემოზე ზემოქმედების პროცედურები.
„გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც მეწყრული პროცესები აქტიურადაა დაწყებული, რომელ წამს წამოვა, არავინ იცის, მერია, როგორც საბჭოთა დროს, გვიმალავს! უბრალოდ გაგვიმართლა, რომ მეწყერი არ წამოსულა, მაგრამ როგორც ამას გეოლოგები ამბობენ, ნებისმიერ წამს წამოვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამის შეკავება შეუძლებელია და რაც ზედაპირული დაკვირვებით იყო ნავარაუდევი, „ძალით ავაფეთქოთ და ისე ჩამოვუშვათო“ – ესეც გამორიცხულიაო. ამიტომ, ველოდებთ, რას გვეტრვიან სპეციალისტები“.

ფერაძის თქმით, მშენებლობებისთვის ნებართვები არაკალიფიციური შესწავლის შედეგად გაიცემა:
„ახლა ვდგავარ მთაწმინდის ფერდის ქვეშ და აქაც მეწყრული პროცესებია, აქაც არსებობს დასკვნა, რომ მშენებლობა არ შეიძლება, გვჭირდება პროტესტი და კარვების დადგმა, რომ ეს მშენებლობის პროცესი გავაჩეროთ. ქალაქი აბარია მკვლელებს! რა მომენტში რა პოცესი დაიწყება, რომელი გზა, სახლი ჩამოიშლება, სად დაგვმეწყრავს, არ ვიცით, რადგან არ გვაქვს კანონმდებლობა. თუ კორპუსის აშენებისას საჭიროა გეოლოგიური დასკვნა, მოაქვთ არაკვალიფიციური ცნობები“.
ცნობისთვის: ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის 18 მარტს გახდა ცნობილი. როგორც გეოლოგებმა წინასწარი დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, მთის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალის სიგრძე რამდენიმე მეტრია, სიღრმე – 10–მდე მეტრი, ხოლო მოწყვეტილია ნახევარი მილიონი კუბი მასალა, ბლოკური მეწყერი დინამიკაშია მოსული, მისი შეჩერება შეუძლებელია და სასწრაფოდ საჭიროებს საინჯინრო გადაწყვეტას.

რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტების განმარტებით, ფერდობზე მეწყრული პროცესებისთვის ხელსაყრელი პირობებია, ხოლო ამას ემატება მშენებლობები, რომელიც ამ წუთშიც მიმდინარეობს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს იქცეს მაპროვოცირებელ ფაქტორად.
მერიაში აცხადებენ, რომ გერმანიიდან სპეციალისტებს მომავალი კვირისთვის ელიან.
ამ დროისთვის ნუცუბიძე–ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზეზე მოძრაობა ორმხრივადაა შეწყვეტილი.


