Accentnews.ge
კალაძე – გაყოფილ ფერდზე: "გერმანიიდან ველოდებით სპეციალისტებს"

კალაძე – გაყოფილ ფერდზე: "გერმანიიდან ველოდებით სპეციალისტებს"

18/03/2021 09:30:27 პოლიტიკა, საზოგადოება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ორად გაყოფილ ფერდთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესებია და მიმდინარეობს პროექტირება.

მისივე თქმით, მერია გერმანელ სპეციალისტებს ელოდება, რათა გზა დროულად გაიხსნას და იყოს უსაფრთხო.

„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესები: ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული: ჭავჭავაძის ქუჩის ორმხრივად გადაკეტვა მოხდა, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს გერმანიიდან ველოდებით სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს“,– განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ანალოგიური კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერის მოადგილემაც, თუმცა ბუნდოვანი რჩება, რიგი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას რატომ არ განხორციელდა შესაბამისი გეოლოგიური კვლევა და რატომ ვერ იქნა შემჩნეული საფრთხე, მით უფრო, რომ როგორც მერიაში ირწმუნებიან, შესაბამისი კვლევები აქამდეც ტარდებოდა.

იხილეთ ასევე: „იგივე საფრთხეა, რაც ვერეზე იყო: მეწყერი დინამიკაშია მოსული და მისი შეჩერება შეუძლებელია! ესაა 100–ლარიანი გეოლოგიის შედეგი“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S