ისტორიული გადაწყვეტილება - "თბილისს ვაშინგტონიდან მეტი ჩართულობისა და დახმარების მოლოდინი შეიძლება, ქონდეს"

22-01-2021 11:12:03 პოლიტიკა ,კომენტარი

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დიდ გამარჯვებად აფასებს.

ამის შესახებ ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ეს არის დიდი გამარჯვება საქართველოსთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს დაარღვიია საერთაშორისო სამართლის რამდენიმე მუხლი. მათ შორის, ის, რომ რუსეთი ხელს უშლის იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ეს ხსნის გზას ინდივიდუალური პირებისთვის, რომ მათ კრემლის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართონ" - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.

რაც შეეხება ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველ ბენ ემერსონის აქცენტს, სტრასბურგის მიერ გადაწყვეტილების აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღეს გამოცხადებაზე, რაც მისი თქმით, "შემთხვევითი არ იყო“, ანალიტიკოსი იურისტის პათოსს იზიარებს:

„ბატონი ემერსონი მართალია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს თანმიმდევრულ და ძლიერ პოლიტიკას, რომელიც ებრძვის კრემლის აგრესიას მის სამეზობლოში, მათ შორის – საქართველოში. თბილისს ვაშინგტონიდან მეტი ჩართულობისა და დახმარების მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს. ზუსტად როგორ, ამას მომავალი გვიჩვნებს“.

ამავე თემაზე:

2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ემერსონი: "შემთხვევითი არ იყო​, რომ ECHR–მა აგვისტოს ომზე ვერდიქტი ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთ დღეში გამოიტანა"

ჟღენტი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: „რუსეთი რეაგირების 3 გზას აირჩევს, ერთ-ერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა“

აგვისტოს ომი: სტრასბურგის გადაწყვეტილების რუსული ინტერპრეტაცია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები