მოსკოვმა და სოხუმმა “ერთიანი სოციალური და ეკონომიური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცეს

23-11-2020 19:24:14 კონფლიქტები

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცა. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზდენტ ასლან ბჟანიას პრეს-სამსახური იუწყება.

«აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგად დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა, რომელიც ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე განხორციელდება. ეს დოკუმენტი ლოგიკური გაგრძელებაა ქვეყნებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების. დამტკიცებული პროგრამა მიმართულია ნაყოფიერი საფუძვლის შექმნისაკენ რუსეთის მიერ ან მისი ინიციატივით მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის” – ნათქვამია პრეს-რელიზში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვადებად კი 2-3 წელია დასახელებული.

სწორედ ამ ვადებში უნდა მოხდეს კანონმდებლობების ჰარმონიზაცია თითქმის ყველა სფეროში.

იხილეთ ასევე: "რუსეთი - აფხაზეთი: “ჰარმონიზაცია” ჰარმონიის გარეშე"

"აფხაზეთი რუსეთს ბარდება"

ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს 12 ნოემბერს სოჭში შეხვდა. სოხუმში დაბრუნებულმა ბჟანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ “ყარაბაღის მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის”. ამასთან, მან ახსენა, რომ პუტინთან ე.წ. აფხაზური რკინიგზის აღდგენის საკითხზეც იმსჯელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები