Bloomberg-ს სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასი 3.32 ლარია
25/09/2020 10:11:31 ეკონომიკა
Bloomberg-ს ვალუტით ვაჭრობის პლატფორმაზე საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დილიდან განაგრძობს. თბილისის დროით 14:11 სთ–ზე Bloomberg-ს სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასი 3.32 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 25 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარია, 1 ევროსი – 3.8292 ლარი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.
იხილეთ ასევე :
გვენეტაძე განმარტავს, როდის დაუბრუნდება ლარი "წონასწორობის ნიშნულს


