Accentnews.ge
უკრაინაში საქართველოდან დროებითი რწმუნებულის გაწვევა "კომპლექსურ მიზეზებს" დაუკავშირეს

უკრაინაში საქართველოდან დროებითი რწმუნებულის გაწვევა "კომპლექსურ მიზეზებს" დაუკავშირეს

11/09/2024 08:46:52 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას გადაწყვეტილება, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილ ხარიშინის გაწვევის შესახებ ელჩების მუშაობის გაძლიერებისკენ სწრაფვას უკავშირდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დიპლომატის საქართველოდან გაწვევის თემის კომენტირებისას, სპიკერმა განაცხადა, რომ „საქმე არ ეხება კონკრეტულ გვარს“ და „არა ნიუანსებს“, არამედ „კომპლექსურ მიზეზებს, რამაც აიძულა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება".

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ელჩების მუშაობის სტიმულირების კონტექსტში, მათი მუშაობის ანალიზის, აქტივობის, მიღწეული შედეგების და, ზოგადად, დიპლომატიური სისტემის ომის ხისტ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, როდესაც საჭიროა შედეგი“, – განაცხადასპიკერმა.

ამასთან, მან "არც თუ კორექტული" უწოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გათავისუფლების ცალკეულ დეტალებზე კონცენტრირებას.

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია.

ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, საუბარია სარეცხ მანქანებზე.

უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში – 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩ იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი იგი თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა უკრაინის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S