Accentnews.ge
სამინისტრომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა

სამინისტრომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა

31/01/2024 10:58:57 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. კლინიკის პერსონალს პოზიციის დაფიქსირება და არჩევანის გაკეთება 5 მარტამდე შეეძლებათ.

სამინისტრო ამბობს, რომ "სამედიცინო ჰოლდინგის" ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

"შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. 600 თანამშრომლისადმი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

მედპერსონალმა სასამართლოში იჩივლა.

იხილეთ ასევე: რესპუბლიკურის ექიმები – ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაცია, ხაფანგია – რეალურად ხელს აწერ, რომ სამსახურიდან მიდიხარ, ატყუებენ ხალხს!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S