Accentnews.ge
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა სასამართლოში იჩივლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა სასამართლოში იჩივლეს

30/01/2024 13:29:33 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტის პარალელურად პირველი სამართლებრივი ნაბიჯები გადადგეს: მათი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა. სასარჩელო მოთხოვნას ხელს 200–მდე მედიკოსი აწერს.

ექიმები მოითხოვენ, ბათილად იქნეს ცნობილი შენობის დანგრევის თაობაზე მთავრობის დადგენილება, რადგან დემონტაჟის გადაწყვეტილება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე იქნა მიღებული.

მეორე მოთხოვნა შრომითი უფლებების დაცვას შეეხება.

პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი უწყვეტ პროტესტს აანონსებს, არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყებასაც.

იხილეთ ასევე: რესპუბლიკურის ექიმები: ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაცია, ხაფანგია – რეალურად ხელს აწერ, რომ სამსახურიდან მიდიხარ, ატყუებენ ხალხს!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S