Accentnews.ge
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

22/01/2024 09:03:26 ეკონომიკა

გასულ წელს მსუბუქი ავტომობილები საქართველოს #1 სავაჭრო პროდუქტი იყო.

2023 წელს ქვეყანაში 3.162 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 84.5%-იანი ზრდააა. ავტომობილების 42% -ის შემთხვევაში ($1.8 მლრდ) მთავარი იმპორტიორი ქვეყანა შეერთებული შტატებია. აშშ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში 1.949 მლრდ დოლარით მეორე ადგილზეა. პირველს თურქეთი იკავებს 2.57 მლრდ დოლარიანი მაჩვენებლით.

სტატისტიკის მიხედვით, 135%-ით გაიზარდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. ჯამში, საექსპორტო ბაზრებზე 2.127 მლრდ დოლარის ავტომობილები გავიდა.

ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. ამ ქვეყანაში 617.9 მლნ დოლარის 16,831 ავტომობილი გავიდა. 1 ავტომობილის საშუალო ფასი 36,713 დოლარია. მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 519.8 მლნ დოლარით (39,896 ავტომობილი), მესამეზე აზერბაიჯანი - 437.2 მლნ დოლარით (22,393 ავტომობილი)

მსუბუქი ავტომობილების საექსპორტო ბაზრები 2023 წელს ასე გამოიყურება:

  • ყირგიზეთი - 617.92 მლნ დოლარი;
  • ყაზახეთი - 591.85 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 437.23 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 298.55 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 67.13 მლნ დოლარი;
  • ტაჯიკეთი - 29.25 მლნ დოლარი;
  • ბელგია - 19.55 მლნ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 17.6 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 17.05 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 9.5 მლნ დოლარი.

იხილეთ ასევე: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - $2.1 მლრდ, ზრდა - 134.8%;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $479 მლნ, კლება - 53.2%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $259 მლნ, ზრდა - 2.6%;
  • სპირტიანი სასმელები - $196.1 მლნ, ზრდა - 41.6%;
  • ფეროშენადნობები - $180.6 მლნ, კლება - 60.7%;
  • აზოტოვანი სასუქები - $158.3 მლნ, კლება - 43.7%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $131.5 მლნ, ზრდა - 16.9%;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $126.5 მლნ, ზრდა - 15.6%;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $109 მლნ, ზრდა - 31.8%;
  • ელექტროენერგია - $95.4 მლნ, ზრდა - 13.2%;
  • დანარჩენი საქონელი სულ 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი, ზრდა - 4.5%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S