Accentnews.ge
Politico: დონალდ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა

Politico: დონალდ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა

15/09/2025 16:16:00 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რითიც მოსკოვის მიმართ გამკაცრებული პოზიცია დააფიქსირა.

„მკვლელობა უნდა დასრულდეს. ამ კვირაში ორივე ქვეყანაში 8 000 სამხედრო დაიღუპა, ცოტა მეტი რუსეთში, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, უფრო მეტს კარგავ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი მანამდე უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ქმედებების დაგმობაზე უარს აცხადებდა და უარყოფდა გაერო-ს იმ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და მოსკოვის ნაბიჯებს გმობდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი აპროტესტებდა „დიდი შვიდეულის“ განცხადებასაც, სადაც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვის მიმართ პოზიცია მიმდინარე წლის ზაფხულში, ანუ მას შემდეგ შეიცვალა, რაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე ვერ დაითანხმა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S