Accentnews.ge
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი შეიცვალა

22/01/2024 08:52:10 ეკონომიკა

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ექსპორტი გასულ წელს 9.1%-ით 6 მილიარდ 090 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების გეოგრაფია მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.

2023 წლის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - $862 მლნ, ზრდა - 28.2%;
  • სომხეთი - $787 მლნ, ზრდა - 34.7%;
  • ყაზახეთი - $702 მლნ, ზრდა - 195%;
  • ყირგიზეთი - $695 მლნ, ზრდა - 642%;
  • რუსეთი - $657 მლნ, ზრდა - 2.3%;
  • თურქეთი - $409 მლნ, კლება - 5.9%;
  • ჩინეთი - $310.8 მლნ, კლება - 57.8%;
  • ბულგარეთი - $249.9 მლნ, კლება - 41%;
  • უზბეკეთი - $115.5 მლნ, ზრდა - 3.9%;
  • უკრაინა - $101.3 მლნ, კლება - 56.5%;
  • დანარჩენი ქვეყნები 1 მილიარდ 198 მილიონი დოლარი, კლება 15.2%.

უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულში ყველა მიმართულებით მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რამაც ამ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა განაპირობა.

საექსპორტო საქონელში მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მესამეს – ყურძნის ნატურალური ღვინოები.

საქსტატის მონაცემებით უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მძიმე მრეწველობის პროდუქტების რეალიზების მაჩვენებელი გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.

TOP-10 საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - $2.1 მლრდ, ზრდა - 134.8%;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $479 მლნ, კლება - 53.2%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $259 მლნ, ზრდა - 2.6%;
  • სპირტიანი სასმელები - $196.1 მლნ, ზრდა - 41.6%;
  • ფეროშენადნობები - $180.6 მლნ, კლება - 60.7%;
  • აზოტოვანი სასუქები - $158.3 მლნ, კლება - 43.7%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $131.5 მლნ, ზრდა - 16.9%;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $126.5 მლნ, ზრდა - 15.6%;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $109 მლნ, ზრდა - 31.8%;
  • ელექტროენერგია - $95.4 მლნ, ზრდა - 13.2%;
  • დანარჩენი საქონელი სულ 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი, ზრდა - 4.5%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S