Accentnews.ge
ვიცე–პრემიერი ტურიზმიდან "რეკორდულ" შემოსავლებს ელის

ვიცე–პრემიერი ტურიზმიდან "რეკორდულ" შემოსავლებს ელის

20/12/2023 11:15:11 ეკონომიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სათხილამურო სეზონის გახსნისას ტურიზმიდან "რეკორდული შემოსავლები" დააანონსა.

ის ექვს მილიონ ვიზიტორს ელის, თუმცა კონკრეტულად რას ეყრდნობა მისი გათვლები და საიდან ელის ტურისტების ამ ნაკადს, მკაფიო არაა.

მან სექტორის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ყველაფერი ტურისტული სექტორის დინამიური განვიტარებისთვის.

„მინდა, გითხრათ, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში. ეს ძალიან დამაიმედებელია, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოვახერხეთ ტურისტული სექტორის არამხოლოდ აღდგენა, არამედ წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ დინამიკაში გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,- აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: "ინტერფაქს–ტურიზმ": საქართველო საახალწლოდ რუსებს შორის პოპულარული მიმართულებაა

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S