
საქართველოს მიმართულებით ფრენები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყება
15/12/2023 11:10:16 ეკონომიკა
რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" ბაშკირიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ცნობა უფას აეროპორტის ვებგვერდზე განთავსდა.
26 იანვრიდან უფა-თბილისი-უფას მარშრუტზე ფრენები კვირაში ერთხელ Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავით შესრულდება.
წარსულში ბაშკირიდან ბათუმში ხორციელდებოდა რეგულარული ფრენები, თუმცა პირდაპირი კომუნიკაცია უფასა და თბილისს შორის პირველად იწყება.
ამრიგად, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების რაოდენობა იზრდება. რუსული Red Wings-მა ფრენები დაიწყო რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით (მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან).
"აზიმუტი" ახორციელებს ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; მინერალური წყლები– თბილისი – მინერალური წყლები. "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისიდან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით დაფრინავს.