Accentnews.ge
საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 6,5 მილიონს დახარჯავს

საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 6,5 მილიონს დახარჯავს

20/11/2023 07:17:03 საზოგადოება

თბილისის მერია ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას, რისთვისაც ჯამში ბიუჯეტიდან 6 501 641 ლარის დახარჯვას გეგმავს.

"ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა",– ამგვარად ასაბუთებს მერია საკუთარ გადაწყვეტილებას.

2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით თბილისში ღონისძიებები გაიმართება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა); მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა "საახალწლო ქალაქი", ასევე გაიმართება საშობაო ბაზარი; რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ცენტრალურ ნაძვის ხეს დადგამენ, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება."

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, პავილიონი "საახალწლო ქალაქი", კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები, სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, საციგურაო ყინულის მოედანი, ყინულის მოედნის თემატური დეკორაცია", - წერს მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

დამატებით მერია 720 ათასი ლარს ხარჯავს ახალი ნაძვის ხისთვის.

იხილეთ ასევე: მერის მოადგილე – ძველისგან ორ ახალ ნაძვის ხეს გავაკეთებთ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S