კარასინი კვლავ ესხმის თავს საქართველოს პრეზიდენტს
01/11/2023 10:55:16 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი კვლავ ესხმის თავს საქართველოს პრეზიდენტს და მას არაეთიკურად მოიხსენიებს.
"ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტიზაციას რუსულ თემაზე. ახლა იმპიჩმენტს ძლივს გადაურენილ ქალბატონს ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“. რეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას, გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის", - წერს კარასინი Telegram-ზე.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა.
"ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან", - თქვა ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე: საქართველოს პრეზიდენტს ამჯერად კარასინი ესხმის თავს


