Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: სრულ შეტევაზე გადავდივართ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: სრულ შეტევაზე გადავდივართ

10/10/2023 17:31:46 მსოფლიო

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო,– განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბრისას.

“სრულ შეტევაზე გადავდივართ… თქვენ აქ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა გექნებათ. „ჰამასს“ ღაზაში ცვლილება უნდოდა, ის 180 გრადუსით შეიცვლება …ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო",– თქვა მინისტრმა და დასძინა, "ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა, მათ უკომპრომისოდ მოვსპობთ".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ერთ–ერთი დასახლებაში, ღაზას სექტორთან ახლოს 200–მდე მოკლული ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 40–მდე ბავშვის. ზოგიერთ მათგანს თავი აქვს მოკლვეთილი, ნაწილი ცხედრებისა დამწვარია.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიბანის მხრიდანაც გაუშვეს რაკტები ისრაელის მიმართულებით, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.

იხილეთ ასევე: მედია: ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S