Accentnews.ge
მედია: ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია

მედია: ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია

10/10/2023 12:12:58 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარდა, ისრაელს სხვა გზა არ აქვს,– იუწყება Axios.გამოცემა აშშ-სა და ისრაელში სამ წყაროს ეყრდნობა.

"ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ ახლა მოლაპარაკება არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ შეკავება" - ციტირებს გამოცემა ნეთანიაჰუს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეშფოთებულია ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუზე ზემოქმედება აზრის შეცვლის მიზნით.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "ჰამასის" ობიექტებს გაანადგურებს, თუმცა ჯერ ღიად არ განუცხადებიათ სახმელეთო ოპერაციის თაობაზე გამაგრებულ ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს.სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში დიდ მსხვერპლს პროგნოზირებენ ორივე მხრიდან.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 9 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ღაზას სექტორში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800. ათობით ადამიანი "ჰამასის" ტყვეობაში რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S