Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა

ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა

10/10/2023 07:55:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, რომ შეხვედრა გამართა, მათ შორის, ისრაელში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე ქვეყნის დიპლომატებთან ისრაელში.

"არსებული ძალიან მკაფიო ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს ევროპაში თავისუფლების განადგურებაში.

ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო. ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მზადდება შემდეგი ნაბიჯები.

მანამდე უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა "ჰამასს" დასავლური იარაღი გადასცეს უკრაინის დისკრედიტაციისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S