Accentnews.ge
დაზვერვა: რუსებმა "ჰამასს" დასავლური იარაღი გადასცეს უკრაინის დისკრედიტაციისთვის

დაზვერვა: რუსებმა "ჰამასს" დასავლური იარაღი გადასცეს უკრაინის დისკრედიტაციისთვის

09/10/2023 11:16:25 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ხელში ჩაგდებული დასავლური ტექნიკა ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" გადასცა,– ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა იუწყება და გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის დისკრედიტაციისთვის, რათა გავლენა მოახდინოს მოკავშირეების დამოკიდებულებასა და კიევისთვის სამხედრო დახმარების მხარდაჭერაზე.

„აგრესორი ქვეყანა – რუსეთი "ჰამასის" ტერორისტების ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის იყენებს.

რუსულმა ჯგუფმა "ჰამასის" ტერორისტებს უკვე გადასცა აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების იარაღი, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს იგდო ხელთ.

შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმის მიხედვით, უნდა იყოს ცრუ ბრალდებები უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ დასავლური იარაღის ტერორისტებისთვის რეგულარულად მიყიდვის თაობაზე", – აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამმართველოში.

მათივე თქმით, რუსი ოკუპანტების გეგმების მიხედვით, ეს "ყალბი ცნობები" დასავლურ მედიაში "პუბლიკაციების" საფუძველი შეიშლება, გახდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S