
რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმას 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა
06/10/2023 06:38:31 მსოფლიო
რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმას 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა. როგორც ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინებუგოვი ამბობს, მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოასვენეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორისაა 11 თვის ბავშვი. რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა 3 საცხოვრებელი კორპუსი.
ხანძარი გაჩნდა 50 კვ.მ ფართობზე, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.