
CNN: აშშ უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს
04/10/2023 16:56:35 მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს,– იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით და დასძენს, ამან შეიძლება შეამსუბუქოს იარაღის უკმარისობა, რომელსაც აწყდებიან ხოლმე უკრაინის ჯარები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან დამატებითი სახსრებისა და აღჭურვილობის მოლოდინში.
წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მმდინარე კვირაში გეგმავს.
CNN-ის მონაცემებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა, მსჯელობს, როგორ უნდა გადაეცეს უკრაინას იარაღი, რომელიც CENTCOM-ის ობიექტებში ინახება.
იხილეთ ასევე: ირანი ტყუილში რუსეთმა, შემთხვევით, ამხილა