
პიანისტი გიორგი გიგაშვილი აქციას აანონსებს
26/09/2023 18:36:45 საზოგადოება
პიანისტი გიორგი გიგაშვილი აქციას აანონსებს.
„ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ", - წერს გიგაშვილი.
ამ მოწოდებით ის ეხმიანება მინისტრ წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესი შეწყდა.
„დამოუკიდებლობა კონსერვატორიას! ანუ ადვილად რომ ვთქვათ, წულუკიანი დასვამს რექტორს კონსერვატორიაში", - წერს გიგაშვილი.
კულტურის მენეჯერმა დეა მეტრეველმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ „გააუქმეს არჩევნები კონსერვატორიაში. დამყარდა, ფაქტობრივად, კულტურის სამინისტროს სისტემაში საბჭოთა კავშირი“:
დეა მეტრეველის თქმით, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა კულტურის სფეროში და ყოველდღიურად ახალი საკითხი ჩნდება მოსაგვარებელი. მაგალითად, მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ხელოვნების მუზეუმს დემონტაჟს გაუკეთებენ.
მანამდე წულუკიანმა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.
იხილეთ ასევე: კონსერვატორიის რექტორი – წულიკიანზე: ხარვეზი სისტემაშია, ის 30-იანების ტრადიციით გვესაუბრება