ანა ბუჩუკური: ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე

19-09-2023 11:06:05 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე..

„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება" დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და უარი თქვა ამ განცხადებით კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. საბოლოო ჯამში, „ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები