
NATO–ს გენმდივანი – რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნაზე: „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე მიუთითებს"
07/09/2023 09:15:03 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის მიერ ბუქარესტზე განზრახ თავდასხმის შედეგი არ არის. ამის შესახებ მან ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე მიუთითებს და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს“, - განუცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროპელ კანონმდებლებს.
გუშინ ბუქარესტმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტის მიმართულებით ნასროლი დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.