Accentnews.ge
ბუქარესტი ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტის მიმართულებით ნასროლი დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა

ბუქარესტი ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტის მიმართულებით ნასროლი დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა

06/09/2023 12:46:44 მსოფლიო

რუსეთის მიერ ნასროლი უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა მას შემდეგ, რაც დრონმა მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტს დაარტყა. აღნიშნული რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა დღეს დაადასტურა.

უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსული დრონები აფეთქდნენ NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე, თუმცა მაშინ თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რუსეთმა უკრაინის პორტებზე თავდასხმები განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც მოსკოვი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S