NATO - რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნაზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ
07/09/2023 07:27:34 მსოფლიო
NATO-ში აცხადებენ, რომ მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
„რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა.
გუშინ ბუქარესტმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტის მიმართულებით ნასროლი დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.


