Accentnews.ge
ბლინკენმა უკრაინის დახმარების ახალი მსხვილი პაკეტი დააანონსა

ბლინკენმა უკრაინის დახმარების ახალი მსხვილი პაკეტი დააანონსა

06/09/2023 18:52:49 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

6 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

თავად ოფიციალური პირის თქმით, ვიზიტის მიზანია უკრაინის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეული პროგრესის ფონზე.

დღესვე პენტაგონმა აშშ–მა უკრაინისთვის ურანის შემცველი ჭურვების გადაცემის შესახებ გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S