აშშ–მა უკრაინისთვის ურანის შემცველი ჭურვების გადაცემის შესახებ გამოაცხადა
06/09/2023 18:27:40 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, 6 სექტემბერს გამოაცხადა უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების მიწოდების შესახებ,– განცხადება პენტაგონში გაკეთდა.
"თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა დამატებითი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად",– ნათქვამია შეტყობინებაში.
დახმარების ახალ პაკეტში შედის: უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობა; დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები; 81 მმ ნაღმტყორცნები და ჭურვები; 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო საბრძოლო მასალა "აბრამსის" ტანკებისთვის; ტანკსაწინააღმდეგო სისტემები "ჯაველინი" და AT-4; 3 მილიონზე მეტი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის; ტაქტიკური საჰაერო ნავიგაციის სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები და დამხმარე აღჭურვილობა; ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად; სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და სხვა საველე აღჭურვილობა.
პენტაგონმა განმარტა, რომ ეს არის შეერთებული შტატების დახმარების 46-ე პაკეტი.ამ პაკეტის ჯამური ღირებულება 175 მილიონი დოლარია.


