Accentnews.ge
დონეცკის ე.წ. მაღალჩინოსანი უკრაინის არმიის მასშტაბურ იერიშზე წერს

დონეცკის ე.წ. მაღალჩინოსანი უკრაინის არმიის მასშტაბურ იერიშზე წერს

06/09/2023 15:51:54 მსოფლიო

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში როსგვარდიის უფროსის მოადგილე ალექსანდრ ხოდაკოვსკი დონეცკის ოლქის დასავლეთში უკრაინის არმიის მასშტაბური იერიშის დაწყების შესახებ იტყობინება.

ხოდაკოვსკის თქმით, საუბარია მონაკვეთზე ნოვოდონეცკოესა და ნოვომაიორსკს შორის, სადაც "უკრაინელები ცდილობენ ფრონტის გარღვევას ჯავშანტექნიკის დიდი მოცულობით."

ხოდაკოვსკი ყვება, რომ შეტევის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინული არმია გამუდმებული საარტილერიო ცეცხლით ამუშავებდა მონაკვეთს, რის შედეგადაც "დანაღმული ველები აღარ არის ეფექტური", ხოლო განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის გამო მუშაობის საშუალება არ აქვთ საოკუპაციო ძალების სპეციალისტებს:

"შედეგად მოწინააღმდეგე ჩვენს პოზიციებს პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე მოუახლოვდა, გადმოსხეს დესანტი, ჩვენი პოზიციების პირდაპირი დამიზნებით დამუშავების შემდეგ კი ტექნიკა უკან გაიყვანეს".

მისი ცნობით, ნოვოდონეცკოესთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელები ნოვომაიორსკისკენაც ცდილობენ მოძრაობას.

მანამდე კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი სოჭში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ირწმუნებოდა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა, ხოლო შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღიარა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც უკრაინის არმიის მიერ რუსული თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შესახებ იუწყებიან, "ყველაზე დაძაბული ვითარებაა შექმნილი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S