
ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა
01/09/2023 14:05:12 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვის აეროდრომზე რუსეთის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავეზე ილ-76-ზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.
“ჩვენ რუსეთის ტერიტორიიდან ვმუშაობთ“, - თქვა ბუდანოვმა.
მას არ დაუზუსტებია, ვინ განახორციელა თავდასხმა და რა ტიპის იარაღით.
ბუდანოვის ინფორმაციით, ორი თვითმფრინავი განადგურდა, ორიც დაზიანდა.
31 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა წარმატებულად გამოიყენეს შორსმსროლელი იარაღი, რომლითაც სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე იქნა განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ ზელენკის არ უხსენებია ფსკოვის აეროდომი, მედიაში გაჩნდა, ვარაუდი, რომ უკრაინის პრეზიდენტი მასზე თავდასხმას გულისმობდა. ეს ლოკაცია უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრშია.
რუსეთის ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე 30 აგვისტოს დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ დაწერა დაზვერვის მთავარ სამმართველოში წყაროზე დაყრდნობით. ეს შეტევა ყველაზე მასირებულად ფასდება ომის დაწყების შემდეგ.
წყაროების ცნობით, ფსკოვის აეროდრომზე სრულად განადგურებულია 4 თვითმფრინავი ილ-76 და სავარაუდოდ, 2 დაზიანებულია.
ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.
იხილეთ ასევე: Times: უკრაინული დაზვერვის სპეცრაზმმა რუს სამხედრო მეთაურებზე ნადირობა გამოაცხადა