Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროები გამოეხმაურნენ რუსეთის განცხადებას ოთხი სამხედრო კატერის „განადგურების“ შესახებ

უკრაინელი სამხედროები გამოეხმაურნენ რუსეთის განცხადებას ოთხი სამხედრო კატერის „განადგურების“ შესახებ

30/08/2023 14:06:28 მსოფლიო

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის განცხადებებს შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო კატარღების სავარაუდო განადგურების შესახებ.

„წუხელ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების 73-ე ცენტრის 12000-მდე საბრძოლო დელფინებით, ვირთხებითა და ჩინჩილებით შეიარაღებულმა ოპერატორმა ყირიმის სანაპიროზე გადასვლა სცადა. მტერმა საბრძოლო ბუმერანგებით განახორციელა კონტრშეტევა. ამიტომ, ჩვენი მეომრები იძულებულნი გახდნენ, დასახმარებლად მოეხმოთ "სიკვდილის ვარსკვლავი" და გალაქტიკური იმპერიის ფლოტი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა მოუწოდეს, ენდონ მხოლოდ სანდო წყაროებს:

„ენდეთ მხოლოდ სანდო წყაროებს და დაიმახსოვრეთ: რუსების ნდობა ნიშნავს საკუთარი თავის უპატივცემულობას (რბილად რომ ვთქვათ)“.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ შავ ზღვაში, სავარაუდოდ, გაანადგურა ოთხი სამხედრო კატერი უკრაინის სპეცოპერაციების ძალების სადესანტო ჯგუფებთან ერთად. მოგვიანებით რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კატერი ზმეინის კუნძულთან გაანადგურეს.

მანამდე რუსეთის რამდენიმე ქალაქში იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ. უკრაინის დაზვერვამ ფსკოვის აეროპორტში ოთხი რუსული სატვირთო ავიახომალდის განადგურება დაადასტურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S