Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვამ ფსკოვში რუსული ილ-76-ების განადგურება დაადასტურა

უკრაინის დაზვერვამ ფსკოვში რუსული ილ-76-ების განადგურება დაადასტურა

30/08/2023 10:21:50 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ფსკოვის აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად განადგურდა რუსული ილ-76–ის თვითმფრინავი, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა ოთხი მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის განადგურება. კიდევ რამდენი ხომალდი დაზიანდა, ზუსტდება.

„ჩვენ ვადასტურებთ მტრის სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76–ის 4 ერთეულის განადგურებას. განადგურდა - ნიშნავს, რომ მიყენებული არ იძლევა მისი აღდგენისა და ამოცანების შესრულების პროცესში დაბრუნების შესაძლებლობას. მათ ოკუპანტების პირადი შემადგენლობის და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. კიდევ რამდენიმე ერთეულის დაზიანების შესახებაც არის ინფორმაცია“, - განაცხადა იუსოვმა.

ილ-76 არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება სამხედროების სწრაფად გადასასროლად მუდმივი განლაგების ადგილიდან საბრძოლო ზონაში. ფსკოვში განლაგებულია საჰაერო სადესანტო დივიზია, რომლის მებრძოლები უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან.

30 აგვისტოს ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.

როგორც იუწყებიან, ფსკოვის აეროპორტში 20-მდე დრონი შეფრინდა (იქ ბაზირებულია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო თვითმფრინავები). ხანძარი ასევე დაფიქსირდა გრუ–ს სპეცდანიშნულების რაზმის მე-2 ბრიგადის ბაზაზე, აეროდრომთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S