პოლონეთში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მთავარ კერაში იშვიათი მომაკვდინებელი დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
30/08/2023 11:47:08 მსოფლიო
პოლონეთში უკვე 16 ადამიანი იმსხვერპლა ლეგიონელოზის დაავადებამ. ამას მოწმობს სანიტარული ინსპექციის მონაცემები, – იუწყება RMF24.
გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
ასევე დადასტურდა ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა. ჯამში ლეგიონელოზით დაავადებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა.
ყველა პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია ჟესოვის, რჟეზოვის, დებიცშის, პრზემისლის, კოლბუსზოვის, ლანკუტის, იასლოსა და ლუბლინის საავადმყოფოებში.
სანიტარული ინსპექცია სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოაქვეყნებს წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.
ჟეშოვში ლეგიონელოზის აფეთქების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. მაშინ ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ცნობლია, რომ არ გამორიცხავენ დივერსიას და ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, ვინაიდან ჟეშოვი უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების მთავარი კვანძია.
ლეგიონელოზი (ლეგიონერების დაავადება) არის იშვიათი ინფექციური დაავადება, პნევმონიის სახეობა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალოდ 5-10%-ში სიკვდილს იწვევს. ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ მათ შორის, ჰაერწვეთოვანი გზით, ან ინფიცირებული წყლის დალევით, ბანაობით.


