Accentnews.ge
პოლონეთში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მთავარ კერაში იშვიათი მომაკვდინებელი დაავადების გავრცელება დაფიქსირდა, არ გამორიცხავენ დივერსიას

პოლონეთში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მთავარ კერაში იშვიათი მომაკვდინებელი დაავადების გავრცელება დაფიქსირდა, არ გამორიცხავენ დივერსიას

25/08/2023 19:26:19 მსოფლიო

პოლონეთის სპეცსამსახურები იკვლევენ ლეგიონერების დაავადების (ლეგიონელოზი) გავრცელების მიზეზებს ჟესოვში. მათ უნდა დაადგინონ, ქალაქში, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნატო–ს მთავარი კვანძია, ინფექციის გავრცელება არის თუ არა დივერსია,– იუწყება Bloomberg.

დაავადებამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 113 ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს კვლევებს და ელის, რომ ორშაბათისთვის გაირკვევა გავრცელების წყარო, – განაცხადა რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა ევა ლენიარტმა.

მისი თქმით, ადამიანები წყალმომარაგების სისტემაში დაბინძურებული წყლით დაინფიცირდნენ, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

ჟეზოვი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ქალაქი გახდა ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო მომარაგების საკვანძო სატრანზიტო პუნქტი. აქ განლაგებულნი არიან ამერიკელი ჯარისკაცები, ასევე განთავსებულია "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები. ის ასევე არის სატრანზიტო პუნქტი მრავალი ოფიციალური პირისთვის, რომლებიც მიემართებიან კიევისკენ, მათ შორის იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

გამოძიება მიზნად ისახავს შესაძლო გარე ზემოქმედების იდენტიფიცირებას, რასაც შეეძლო ინფექციის "აფეთქების" გამოწვევა,– თქვა სტანისლავ ზარინმა, პოლონეთის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების კომისარმა.

ლეგიონელოზი (ლეგიონერების დაავადება) არის იშვიათი ინფექციური დაავადება, პნევმონიის სახეობა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალოდ 5-10%-ში სიკვდილს იწვევს. ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ მათ შორის, ჰაერწვეთოვანი გზით, ან ინფიცირებული წყლის დალევით, ბანაობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S