Accentnews.ge
კრემლი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს

კრემლი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს

30/08/2023 09:02:57 საზოგადოება

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

მისი ცნობით, 2024-2025 სასწავლო წლისთვის მისაღებად კონკურსი 1 სექტემბრიდან დაიწყება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

“განაცხადის შესავსებად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე "განათლება რუსეთის ფედერაციაში", შეავსოთ ფორმა და გაგზავნოთ გადამოწმებისთვის. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დეტალური ინსტრუქციები“, - ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.

ცნობისთვის: გასულ თვეში გამოცემა SOVA-მ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნებოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში".

იხილეთ ასევე: კრემლი იდეოლოგიური ოკუპაციის გზას ირჩევს?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S