Accentnews.ge
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა

24/08/2023 07:42:02 მსოფლიო

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.

"ლურჯი, როგორც უკრაინის ცა, ყვითელი, როგორც მისი ველები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ევროპული საბჭოს შენობა ლურჯ და ყვითელ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო".

"უკრაინული დროშა ანათებს ჩვენს შტაბ-ბინას ბრიუსელში. პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის", - აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს. მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის ლიდერები უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და კიევს მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირებიან მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S