საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
24/08/2023 07:19:36 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”.
„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს. მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის ლიდერები უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და კიევს მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირებიან მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.


