Accentnews.ge
რუსებმა დილით ხერსონი დაბომბეს, ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღს და საცხოვრებელ კორპუსებს

რუსებმა დილით ხერსონი დაბომბეს, ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღს და საცხოვრებელ კორპუსებს

23/08/2023 06:54:27 მსოფლიო

რუსეთის არმიამ ხერსონზე საჰაერო იერიში 23 აგვისტოს დილით დაიწყო, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, – განაცხადა ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.

მისივე თქმით, 22 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი ექიმები ადგილზე მკურნალობდნენ.

„დაახლოებით დილის ოთხ საათზე რუსმა სამხედროებმა ორი მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი სახლების თავზე. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს“, - თქვა სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და დასძინა, რომ გასული დღის განმავლობაში ხერსონის რაიონში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა.

„გასული დღის განმავლობაში მტერმა 72 შეტევა განახორციელა. ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან 364 ჭურვი ესროლა. მტერმა ქალაქ ხერსონს 27 ჭურვი ესროლა. რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტი, ქარხნის ტერიტორია, ფაბრიკა, ხერსონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტები და საავადმყოფოები; მაღაზიის შენობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი ბერისლავსკის რაიონში“, - თქვა პროკუდინმა.

რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე ბომბავენ ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილს. მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსკოვი უარყოფს მიზანმიმართული თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

13 აგვისტოს მდგომარეობით, გაერომ დაადასტურა 9444 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა 16940 დაშავება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S