ISW: უკრაინელებმა მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონში
22/08/2023 07:51:08 მსოფლიო
უკრაინულმა ჯარებმა 20-21 აგვისტოს ზაპოროჟიეს რეგიონის რაბოტინოში და აღმოსავლეთში მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს,– იტყობინება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW). მანამდე ამ მიმართულებებზე წინსვლის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.
20 და 21 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა მიაღწიეს რაბოტინოს ცენტრს (ორეხოვის სამხრეთით 10 კმ) და გაარღვიეს რუსული თავდაცვის ნაწილი მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით (ორეხოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კმ).
მანამდე ISW-მა აღნიშნა, რომ უკრაინული შეტევა რაბოტინოზე ტაქტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან წინსვლა ამ რაიონში უკრაინულ ძალებს საშუალება მისცეს, იმოქმედონ რუსეთის მიერ ყველაზე მჭიდროდ დანაღმულ ტერიტორიის მიღმა.
რაბოტინოს რაიონში უკრაინის მუდმივი წინსვლა ასევე, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების ჩახშობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი დახარჯეს რაბოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად, – აღნიშნავენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ერთი დღით ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოაცხადა უკრაინელი სამხედროების წარმატების შესახებ რაბოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რობოტინოში „ამჟამად მიმდინარეობს გეგმიური საბრძოლო სამუშაოები“.


