Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვა ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატების შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვა ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატების შესახებ იუწყება

21/08/2023 10:52:51 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ზაპოროჟიეს რეგიონში - რაბოტინოსა და მალაია ტოკმაჩკას მახლობლად უკრაინელი სამხედროების წარმატებების შესახებ იტყობინება.

„ჩვენს ქვედანაყოფებს წარმატებები აქვთ რაბოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში. მტერი ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები რაბოტინოს აღმოსავლეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში, მაგრამ წარუმატებლად. გეგმიური საბრძოლო სამუშაოები ახლა რაბოტინოში მიმდინარეობს“, - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამის–არხზე.

მისი თქმით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით რუსული არმია თავდაცვით პოზიციაშია, მაგრამ კუპიანსკში, ლიმანში, ავდეევკაში, მარინკაში აგრძელებს წეტევის მცდელობებს.

21 აგვისტოს დილის ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსული ჯარების წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების შესახებ კურდიუმოვკას რაიონში, ისევე როგორც რუსული ჯარების შეტევის შეკავებააზე მარინკაში, დონეცკის რეგიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S