Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები განმარტავს, რამდენი გამანადგურებელი სჭირდება ცაში უპირატესობის მოსაპოვებლად

უკრაინის საჰაერო ძალები განმარტავს, რამდენი გამანადგურებელი სჭირდება ცაში უპირატესობის მოსაპოვებლად

21/08/2023 12:17:09 მსოფლიო

უკრაინას სჭირდება 128 გამანადგურებელი, რათა ძველი ავიაპარკი ჩაანაცვლოს. ეს რაოდენობაა გათვალისწინებული უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ხედვაში, – ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი იური იგნატი.

იგნატის თქმით, თუ უკრაინას 42 საბრძოლო თვითმფრინავი გადაეცემა, ეს დაახლოებით ოთხი საავიაციო ბრიგადაა:

”ჩვენ ვეყრდნობით ამ მაჩვენებელს [128 - რედ]. ნათელია, რომ ომს შეუძლია საკუთარი კორექტირება მოახდინოს, მაგრამ 100-ზე მეტი თვითმფრინავი ნამდვილად არის საჭირო სხვადასხვა აეროდრომზე გასაშლელად, რათა ისინი რეაგირებდნენ სხვადასხვა გამოწვევებზე და ახორციელებდნენ დარტყმებს სხვადასხვა სამიზნეებზე. კერძოდ, თვითმფრინავებზე, ხმელეთზე და მტრის ზურგში”- ამბობს იგნატი.

უკრაინელი მფრინავები F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოსამზადებლად ევროპის ორ ქვეყანაში გაემგზავრნენ. როგორც ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, ახალგაზრდა მფრინავები, რომლებმაც 2023 წელს დაამთავრეს საავიაციო უნივერსიტეტი, წავიდნენ დიდ ბრიტანეთში, ხოლო უფრო გამოცდილი პილოტები, 2016 წლის კურსდამთავრებულები, რომლებსაც უკვე აქვთ საკმარისი საბრძოლო გამოცდილება – შვედეთი. იური იგნატი განმარტავს, რომ მათი სასწავლო პროგრამები განსხვავებული იქნება. წლევანდელი კურსდამთავრებულები საბაზისო წვრთნებს ინგლისური ენის სიღრმისეული შესწავლით გაივლიან.

„საბაზისო სწავლება: დასავლური წარმოების მსუბუქი ძრავიანი თვითმფრინავი, შემდეგაც რეაქტიული თვითმფრინავი და დამოუკიდებელი ფრენები უკვე F-16-ზე. ასეთი პროგრამა ითვალისწინებს ორ წლამდე პერიოდს, მაგრამ ჩვენს ხალხს სხვისი გაოცება შეუძლია და უფრო სწრაფად დასრულებენ სწავლას",– ამბობს იგნატი.

ერთი დღით ადრე, ნიდერლანდებსა და დანიაში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან მინიმუმ 60 თანამედროვე დასავლურ F-16–ის გამანადგურებელს: 42 ნიდერლანდები, 19 დანია.

იხილეთ ასევე: "F-16-ს შეუძლია, უზრუნველყოს ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება" - იგნატი დანიიდან და ნიდერლანდებიდან სიახლეებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S