Accentnews.ge
"F-16-ს შეუძლია, უზრუნველყოს ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება" - იგნატი დანიიდან და ნიდერლანდებიდან სიახლეებზე

"F-16-ს შეუძლია, უზრუნველყოს ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება" - იგნატი დანიიდან და ნიდერლანდებიდან სიახლეებზე

21/08/2023 08:45:47 მსოფლიო

უკრაინისთვის თანამედროვე F-16–ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდება ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო უპირატესობის უზრუნველყოფას, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა.

„ომს მყისიერად არ მოვიგებთ, მაგრამ F-16-ებს შეუძლია, შეცვალოს მოვლენების მიმდინარეობა, უზრუნველყოს ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება – საჰაერო უპირატესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჟამად, ამ წუთებში 8-9 რუსი მებრძოლი თავისუფლად იმყოფება ამ ტერიტორიებზე, ყრიან მართვად ავიაბომბებს და უშვებს რაკეტებს. F-16-ების პირობებში ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. უპირატესობა ჰაერში ხმელეთზე წარმატების მთავარი გასაღებია“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის გლობალური ინფრასტრუქტურული პრობლემა არ არსებობს:

„ჩვენს სამხედრო აეროდრომების უმეტესობას ბეტონის ფილებისგან დამზადებული ასაფრენი ბილიკები აქვთ. მათ აქვთ ნაკერები, რომლებიც მოწესრიგებას საჭიროებენ. თუ სწორად მოამზადებთ ამ ზოლებს, პრობლემები არ იქნება".

დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ და თქვენმა მოქალაქეებმა აჩვენეს მსოფლიოს რა არის სიმამაცე, ამიტომაც ჩვენ ვალში ვართ მხარი დაგიჭიროთ. ომის დაწყების დღიდან დანია თქვენს გვერდით იდგა, იმიტომ რომ თქვენი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაა. სწორედ ამიტომ დღეს ვაცხადებთ, რომ უკრაინას 19 F-16-ს გადავცემთ",- განაცხადა ფრედერიკსენმა.

უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის გადაწყვეტილებაა დაადასტურა ნიდერლანდებმაც,

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S