Accentnews.ge
ზაპოროჟიეში რუსეთის არმიის ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის შეიარაღებული შეტაკების შესახებ იუწყებიან

ზაპოროჟიეში რუსეთის არმიის ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის შეიარაღებული შეტაკების შესახებ იუწყებიან

16/08/2023 09:44:05 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის არმიის ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

იუწყებიან, რომ ორივე მხარეს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 40 დაშავდა.

კიევის ცნობით, კონფლიქტი ნაწილობრივ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ მიხაილოვკაში მოხდა. რუსეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

„რუსი პროპაგანდისტების მიერ კადიროვის მაღალი რანგის მეთაურის მონაწილეობით ვიდეოს გადაღების დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება კადიროველებსა და დაღესტნელებს შორის, რა დროსაც მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს",– იუწყება უკრაინის გენშტაბი.

კიევის ცნობით, ერთ-ერთი მებრძოლის გარდაცვალების შემდეგ, შეიარაღებულ ინციდენტში უკვე ყუმბარმტყორცნებიც ჩართეს.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, კადიროვის ქვედანაყოფის მეთაური ფრონტის ხაზზე გაგზავნით დასაჯეს.

იხილეთ ასევე: "კადიროველებსა" და რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული ინციდენტისა და დაღუპულების შესახებ იუწყებიან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S