Accentnews.ge
"კადიროველებსა" და რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული ინციდენტისა და დაღუპულების შესახებ იუწყებიან

"კადიროველებსა" და რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული ინციდენტისა და დაღუპულების შესახებ იუწყებიან

15/08/2023 10:02:25 მსოფლიო

უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა "კადიროველებსა" და რუსეთის სამხედრო კომენდანტურის თანამშრომლებს შორის, – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ.

მისი თქმით, დაღუპულთა შორის არიან არა მხოლოდ სამხედროები, არამედ შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ინციდენტში ჩეჩნების მონაწილეობა უარყო, მაგრამ არა თავად ინციდენტი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, "კადიროვიელები", რომელთა რაოდენობაც არ სახელდება, ურზუფში დასასვენებლად ჩავიდნენ - სოფელი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. იქ ჩეჩენ სამხედროებს კონფლიქტი მოუვიდათ სამხედრო კომენდანტურთან.

"მათ ერთმანეთისთვის სამხრეების აგლეჯა დაიწყეს და მოხდა ორმხრივი სროლაც",– თქვა ანდრიუშჩენკომ.

მისი ინფორმაციით, დაღუპულ მოქალაქეებს შორის ორი მოზარდი გოგონაა, ოთხი ბიჭი და ერთი ზრდასრული ქალი. დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა უცნობია. სოფელში ე. წ. „კარანტინი“ დაწესდა. სავარაუდოდ, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებს მომხდარის სოციალურ ქსელებში განხილვა აეკრძალათ.

ანდრიუშჩენკომ ასევე გამოაქვეყნა ხუთწამიანი ვიდეო, რომელზეც ჩანს რუსული წარმოების ორი დაცხრილული მანქანა, იარაღი და სულ მცირე ორი ცხედარი, მათგან ერთი სამხედროა.

მომხდარს ჩეჩნეთი უარყოფს. პრეს-მინისტრმა ახმად დუდაევმა უკრაინის ხელისუფლების ცნობას "ყალბი" უწოდა და განაცხადა, რომ "ჩეჩენი ხალხის არც ერთ წარმომადგენელს არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტთან". ამასთან, თავად ინციდენტის ფაქტი მას არ უარყვია.

გასული წლის აპრილში უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ კისელევკაში (ხერსონის ოლქი) მოხდა სროლა ბურიატებსა და ჩეჩენ სამხედროებს შორის. ერთ-ერთმა ჩეჩენმა მებრძოლმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, თქვა, რომ კონფლიქტები "კადიროველებსა" და რუსეთის სხვა რეგიონებიდან მობილიზებულთა შორის საკმაოდ ხშირია. ხშირია ნაძარცვის გაყოფის თაობაზე სკანდალები სხვადასხვა რუსულ დანაყოფებს შორის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S