უკრაინის თავდაცვა ქვეყნის სამხრეთის ფრონტზე წარმატებების შესახებ იუწყება
14/08/2023 07:55:21 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.
მისივე თქმით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში სამხრეთ ფრონტზე და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ. უროჟაინოედან უკან დახევის შესახებ იუწყებოდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც.
მალიარმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს "გარკვეული წარმატებები" აქვს სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალები ცდილობდნენ, დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით.
იხილეთ ასევე: ISW: უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ორ სექტორზე წინ წაიწიეს


