ISW: უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ორ სექტორზე წინ წაიწიეს
14/08/2023 05:45:22 მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა 13 აგვისტოს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის, სულ მცირე, ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
ISW–ს ცნობით, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი.


