Accentnews.ge
მედია: მოსკოვთან აფეთქებული ქარხანა უახლესი ბომბდამშენის შექმნაში მონაწილეობდა

მედია: მოსკოვთან აფეთქებული ქარხანა უახლესი ბომბდამშენის შექმნაში მონაწილეობდა

09/08/2023 18:17:36 მსოფლიო

მოსკოვის მახლობლად მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა, სადაც 9 აგვისტოს მასშტაბური აფეთქება მოხდა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უახლესი სტრატეგიული თვითმფრინავის შექმნაში მონაწილეობდა,- იუწყება გამოცემა "აგენსტვო".

გამოცემამ ყურადღება მიაქცია საწარმოს საიტზე განთავსებულ შეკვეთების ჩამონათვალს. 2019 წელს გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, ქარხანას უნდა დაემზადებინა გამოსაცდელი კონსტრუქცია Посланник-1ОЭП/Л-ის პროექტისთვის. სწორედ ამ სახელს ატარებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი თაობის სტრატეგიული რაკეტმზიდის პროექტი. საწარმოსთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი რუბლია, ხოლო დასრულების ვადა 2027 წელი.

დამკვეთი ქალაქ სამარაში მდებარე საწარმო Экран-ია, რომელიც სამხედრო ავიაციის დანადგარებს აწარმოებს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შეკვეთის მთავარი შემსრულებელი კი კომპანია Туполев - სწორედ ამ კომპანიის მიერ არის შექმნილი რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მოქმედი პარკის უდიდესი ნაწილი. მოელიან, რომ მომავალში ის ჩაანაცვლებს ტუ-95-ს და ასევე აიღებს ტუ-160 და Tu-22M3-ის ზოგიერთ ფუნქციას. ტუ-22–ს და ტუ-95–ს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი ამტკიცებდა, რომ სერგიევ პოსადის ქარხანას არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვის უწყებასთან და რომ მხოლოდ პიროტექნიკას აწარმოებს.

იხილეთ ასევე: მედია – მოსკოვთან აფეთქებულ ქარხანაში ჭურვი იპოვეს [ვიდეო]

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S