Accentnews.ge
მედია: მოსკოვთან მდებარე ქარხანაში, სადაც აფეთქება მოხდა ჭურვი იპოვეს [ვიდეო]

მედია: მოსკოვთან მდებარე ქარხანაში, სადაც აფეთქება მოხდა ჭურვი იპოვეს [ვიდეო]

09/08/2023 12:06:54 მსოფლიო

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილის ამსახველ კადრებში ჩანს 122 მმ–იანი კალიბრის ჭურვი,– იუწყება რუსული მედია.

მოსკოვის რეგიონის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, აფეთქება მოხდა პიროტექნიკის საწყობში, რომელსაც კერძო კომპანია ქირაობდა. აფეთქების მიზეზად "ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა" სახელდება.

სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ აფეთქება მოხდა კომპანია Piro-Ross-ის შენობაში, რომლის შესახებაც "როსტექნადძორმა" გაფრთხილება გამოაცხადა მარტში, შემოწმების შემდეგ. Piro-Ross-ის კომპანიის დირექტორი სერგეი ჩანკაევი აცხადებს, რომ სინამდვილეში აფეთქება არა კომპანიის, არამედ მიმდებარე საწყობში მოხდა, სადაც ლითონის მილები ინახებოდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ–არხი Baza ავრცელებს.

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი ვორობიოვმა თქვა, რომ ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურმა ქარხანამ დიდი ხანია, შეწყვიტა ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოება და "ძირითადად პიროტექნიკას აწარმოებს ". მისივე თქმით, აფეთქების ეპიცენტრი „პიროტექნიკის დაგროვების ადგილია".

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S