Accentnews.ge
„ენერგო-პრო ჯორჯია“: ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება კურორტს შოვს და სოფელ გლოლას

„ენერგო-პრო ჯორჯია“: ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება კურორტს შოვს და სოფელ გლოლას

03/08/2023 14:00:05 საზოგადოება

რაჭაში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ამ დროისთვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.

რაჭის გუბერნატორის თქმით, სტიქიის შედეგად შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია.

ამავე თემაზე: მეწყერში მოყოლილი ქალი: "2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხრჩობით".

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S