Accentnews.ge
მეწყერში მოყოლილი ქალი: "2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხრჩობით"

მეწყერში მოყოლილი ქალი: "2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხრჩობით"

03/08/2023 13:08:31 საზოგადოება

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ხალხი ადგილზე სამაშველო სამსახურების მისვლას ელოდება. ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა "მთავარი არხი", ქალი სატელეფონო საუბრის დროს აღწერს, რა ხდება ახლა იქ, სადაც ისინი არიან.

"მეწყერი ჩამოწვა, სამაშველოს ველოდებით. წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. ბავშვები და მოხუცები არიან. შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. 2-მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა", - ამბობს შოვში, მეწყერში მოყოლილი ქალი.

მისი თქმით, სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.

ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, მეწყერი სადაც ჩამოწვა, იმ ადგილზე მანქანები გადაადგილდებოდნენ, თუმცა ტელეარხის ცნობით, ხალხმა მანქანებიდან გადმოსვლა მოასწრო.

მისი ცნობით, ისინი მეწყერში დგანან და მაშველებს ელოდებიან.

ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი.

მანამდე, რაჭაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით შსს–მ განცხადება გაავრცელა:

"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S